თორ ბრაუზერის პროქსი სერვერები

გაინტერესებთ როგორ გაუშვათ რამოდენიმე ეგზემპლიარი Tor ბრაუზერის? მოკლედ მთელი დღის წვალების შემდეგ გირჩევთ არ გააკეთოთ ისე როგორც ინტერნეტის ტუტორიალებში არის არამედ ვაკეთებთ შემდეგს: აკოპირებთ პაპკებს მაგალითად tor1, tor2, tor3 და ა.შ რამდენიც გინდა რომ გამოიყენოთ უფასო ანონიმაიზერები შემდეგ შედიხართ მის კონფიგურაციებში რომელიც მდებარეობს TorBrowser\Data\Tor\torrc-defaults ხსნით ამ ფაილს SocksPort პორტს ცვლით იმ პორტით რომელიც არის თავისუფალი კომპიუტერში მაგალითად 9551, ჯერ არ შცვალოდ ControlPort, ასევე ვარედაქტირებთ torrc ფაილს რომელიც არის იგივე პაპკაში შესაბამისი პროგრამის მისამართებით, ჩატვირთეთ ბრაუზერი ბრძანების ველში აკრიფეთ about:config ამის შემდეგ მოძებნეთ სტრიქონი extensions.torlauncher.control_port შეცვალეთ პორტის ნომერი რაიმე სხვა პორტით მაგალითად 9651 ამის შემდეგ უბრუნდებით torrc-defaults და ცვლით ControlPort პორტს 9651 ანალოგიურად იმეორებთ სხვა კოპიებისთვის ოღონდ რა თქმა უნდა პორტები უნდა იყოს ყველა განსხვავებული. იმისათვის რომ გამოვიყენოთ ტორ ბრაუზერის "ანონიმაიზერი" სხვა პროგრამებში ამისათვის გვჭირდება პროგრამა Privoxy ანალოგიურად ვაკოპირებთ ამ პროგრამასაც სხვადასხვა პაპკებით ვცვლით listen-address სხვადასხვა პორტებით გარდა ამისა უნდა გამოვცვალოთ forward-socks5t იმ პორტებით რაც დავაყენეთ თორ ბრაუზერში ანალოგიურად ვიქცევით Privoxy პროგრამის სხვა კოპიებისთვის. წარმატებას გისურვებთ