საიტების დამზადება და მისი განვითარება

სანამ შექმნით საკუთარ საიტს, უნდა იცოდეთ რომ:


- რამდენ გვერდიანი უნდა იყოს თქვენი საიტი
- ვინ უნდა გამოიყენოს თქვენი საიტი ძირითადად

- უნდა ქონდეთ საიტის ბიზნეს გეგმა (მონახაზები, რისკები გათვლილი და ა.შ)
- როგორ შემოვიყვანოთ საიტზე ბევრი მომხმარებელი, რომ ის გახდეს კარგი საიტი თქვენი ბიზნესისთვის;
 

რას ნიშნავს გქონდეთ კარგი საიტი ?

 

საიტებს ძირითადად ამზადებენ ბიზნესისთვის, პირადი საიტებიც კი იგივე მიზანს ემსახურება, რადგან ამ შემთხვევაშიც საიტების დამზადება რაღაცის პოპულარიზაციის მიზნით ხდება.
საიტი ეს არაა მარტო ლამაზად გაწყობილი ინფორმაცია ინტერნეტში, მას აქვს თვალით უხილავი ელემენტები. სწორედ ამ ელემენტების კარგი ცოდნა გახდის თქვენს საიტს წარმატებულს და მაშასადამე თქვენს ბიზნესსაც, რომლისთვისაც არის ეს საიტი შექმნილი. თუ აპირებთ საიტის დამზადებას, გთხოვთ, არ დაიზაროთ და აუცილებლად წაიკითხეთ აღნიშნული სტატია ბოლომდე, რა თქმა უნდა თუ გინდათ ჩაწვდეთ ამ წარმატების უხილავ ელემენტებს. მე გთავაზობთ, სანამ შექმნით საკუთარ თუ კომპანიის საიტს აუცილებლად მიიღეთ ეს ცოდნა, რომ ტყუილად არ დახარჯოთ დრო და არც ზედმეტი თანხა.

სავარაუდოდ ამ სტატიას წაიკითხავს სხვადასხვა ტიპის მკითხველი, ზოგი მეტად ერკვევა საიტის დამზადების საითხებში და ზოგი ნაკლებად, ამიტომ არ მიწყინოთ, თუ ამ თემას ბევრად მარტივი ენით შევეხები, ვიდრე მას პროფესიონალური ლექსიკა მოითხოვს. ასევე შევეცდები შედარებით მარტივი ელემენტებიდან დავიწყო იმის ახსნა, რასაც ქვია ვებ საიტების დამზადება, ანუ ვებ გვერდის შექმნა.

უკვე აქტუალური არაა ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა კომპანიას და ბიზნესს უნდა ჰქონდეს საკუთარი საიტი, ანუ ვებ გვერდი ინტერნეტში. ყველაზე კონსერვატულ მეწარმესაც ესმის, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს აქვს. რაც მეტად გაუწევს ვინმე ამ ფაქტს იგნორირებას, მით მეტი იქნება უფსკრული მას და მის მომხმარებლებს შორის. რა უნდა ვიცოდეთ და რა ეტაპები უნდა გავიაროთ, რომ შევქმნათ ისეთი საიტი, რომელიც დაგიჯდებათ მისაღები ფასი და ასევე ბიზნესსაც მოუტანს საგრძნობ შემოსავალს? საერთოდ, რას უნდა აკეთებდეს კარგი საიტი? ამაზე პასუხი უმარტივესია: ვებ საიტმა შემოსავლის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ამისათვის მან უნდა გაზარდოს კომპანიის მომხმარებლები. მაშასადამე ვებ საიტის მიზანი უნდა იყოს ინტერნეტ მომხმარებლების მოზიდვა და კომპანიის მომსახურებით ან საქონლით დაინტერესება. ვებ საიტმა ამ მიზანს, რომ უპასუხოს საკმარისი არაა უბრალოდ გქონდეთ ვებ საიტი ინტერნეტში, რაც არ უნდა კარგი იყოს ის ვიზუალურად. თუ საიტზე არ შემოვიდა შესაბამისი რაოდენობის მომხმარებელი მის კარგ დიზაინსაც და მასზე განთავსებულ ინფორმაციასაც ვერავინ შეაფასებს (თუმცა საიტი შეიძლება იყოს ძველი მაგრამ მას კარგი მოგება მოქონდეს უფრო მეტიც თუ მოსახლეობის ან თქვენი პოტენციური კლიენტების დონე ინტერნეტ ტექნოლოგიებში არის დაბალი შესაძლოა ძველი ტექნოლოგიებით შექმნილი საიტი უფრო მისაღები იყოს მათვის ვიდრე ახალით ვინაიდან ახალმა ტექნოლოგიების ვერ გამოყენებამ შეიძლება შეურაწყოს თქვენი პოტენციური კლიენტები და ისინი აღარ შემოვიდენ თქვენს საიტზე). მხოლოდ ლამაზი საიტის დამზადება ნიშნავს ტყეში გქონდეთ ლამაზი სასტუმრო, სადაც არავინ ჩამოდის, რადგან არავინ იცის მის შესახებ და არც გზა არსებობს იქამდე მისასვლელი. ასე გამოიყურება საიტები, როლებზეც მომხმარებლები შედიან მხოლოდ ნაცნობის ნათქვამით ან სავიზიტო ბარათის წარწერიდან. ამ შემთხვევაში ვებ საიტი ასრულებს მხოლოდ აქსესუარის როლს და ვერ მოიზიდავს მომხმარებელს. ბევრი კომპანიის საიტი არის სწორედ ასეთი აქსესუარის როლში, დარწმუნებული ვარ ამ დღეშია ქართული კომპანიების დიდი უმრავლესობა.


 

სტუდია (webconnect.ge), რომელიც არა მარტო დაგიმზადებთ ინტერნეტში ოპტიმიზირებულ საუკეთესო საიტებს, არამედ გაუწევს თქვენს საიტს ინტერნეტ რეკლამირებას და გახდის ცნობად საიტს.


 


 

საიტის დამზადება, საიტების დამზადება, ვებ სტუდია, ვებ სტუდიები, web studio, ვებ მასტერი, საიტის შექმნა, ინტერნეტ მაღაზია, , saitis damzadeba, saitebis damzadeba, saitis sheqmna, web masteri

 

 

 

Comments

No posts found